LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კოკა-კოლამ მე-100 საშობაო რეკლამა გამოუშვა

833
Screen-Shot-2020-11-09-at-2.02.43-PM

„საუკეთესო, რისი ჩუქებაც სხვებისთვის შეგვიძლია: საკუთარი თავია” – ეს არის მთავარი გზავნილი იმ ვიდეორგოლის, რომელიც ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა “კოკა-კოლამ” საზოგადოებას წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ „კოკა-კოლამ“ არ რეკლამით საახალწლო სამზადისი ოფიციალურად დაიწყო. ვიდერგოლი youtube.com-ზე ერთი დღის წინ გამოჩნდა და უკვე უამრავმა ადამიანმა ნახა და მოიწონა. უკვე 100 წელია, რაც ცნობილი ბრენდი საშობაო რეკლამით მილიონობით ადამიანს უქმნის სადღესასწაულო განწყობას.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ახალ, რიგით მე-100 საშობაო ვიდეორგოლს, მასზე სააგენტო Wieden + Kennedy London-მა იმუშავა, რეჟისორი კი – ტაიკა უაიტიტია.

ბრენდის შესახებ:

სასმელი „კოკა-კოლა“ ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს, ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ შეიქმნა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე “კოკა-კოლას” ლოგოტიპია. თადაპირველად, „კოკა-კოლას“ ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან „კოკა-კოლა“ ძალიან პოპულარული გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ კი, ანუ 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g