კრისტი ყიფშიძე ერთ-ერთია ძველი თაობის მოდელებიდან, ვინც დღემდე ეწევა სამოდელო საქმიანობას და პოდიუმზეც წარმატებულად გამოდის. მან ახლახან მონაწილეობა მიიღო დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე, რომელიც ყაზახეთში, კერძოდ, ალმათში გამართულ მოდის კვირეულზე შედგა. მის გამოჩენას პოდიუმზე აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც კრისტიმ საკუთარ გვერდზე ვიდეოები გააზიარა, მას მომღერალმა ნინი შერმადინმა დაუწერა: „პოდიუმის დედოფლად იბადებიან!..“