LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლანა დელ რეი ახალი სინგლის თიზერს ავრცელებს

73
page

31 წლის მომღერლის, ლანა დელ რეის ცხოვრებაში სიახლეებია, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ არტისტი 31 წლის კლეიტონ ჯონსზე დაინიშნა.  ლანა ჯიმი ფელონის ღამის შოუში იყო მიწვეული, სადაც  მომავალი ალბომიდან Chemtrails Over The Country Club კომპოზიცია Let Me Love You Like a Woman შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. წყვილმა ერთმანეთი გაცნობის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო.

ახლახანს კი არტისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ახალი სინგლის Chemtrails Over the Country Club თიზერი გაავრცელა. კლიპს  2021 წლის 11 იანვარს ვიხილავთ.  ნამუშევარი ლანას ამავე სახელწოდების მქონე რიგით მეშვიდე ალბომში შევა, რომლის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები