7 მაისს, ლელა წურწუმიამ „ნონ სტოპთან“ ერთად „მონოჰოლში“ ვარსკვლავური კონცერტი ჩაატარა. მომღერლის მიერ გამართულმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და ყველა სიმღერას დამსწრე საზოგადოება მასთან ერთად მღეროდა.
განსაკუთრებული გამოდგა დუეტი ახალგაზრდა მომღერალთან და ბენდ „ნონ სტოპის“ ახალ ვოკალისტთან, მაგდა ივანიშვილთან ერთად.
მამულიჩამ ეს ვიდეო გამორჩეულად დაასახელა საღამოდან და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებულ ამ ამონარიდს კონცერტიდან დააწერა: „ჩემი გოგოები“.