მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტს, რომელიც „მონო ჰოლში“ შედგა, უამრავი მსმენელი დაესწრო.
გუშინდელი კონცერტიდან, ინტერნეტსივრცეში არაერთი ფრაგმენტი ვრცელდება, მათ შორის ტრადიციისამებრ, დიდი პოპულარულობით სარგებლობს ლელასა და „თორჩოს“ დუეტი.
მოგეხსენებათ, მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე „თორჩო“ ლელა წურწუმიას ბენდში ბექ-ვოკალისტის ამპლუაშია.
გიორგი თორაძემ განსაკუთრებული სტილითა და შესრულებით, კვლავ დიდი ყურადღება მიიპყრო და დადებითი გამოხმაურებებიც დაიმსახურა.