LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლევან ბერძენიშვილი ქართული ენის შესახებ: „ენა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, არ შეიძლება, იყოს გოიმი და ქაჯი ხალხის ენა. მას უნდა მოეცა რუსთაველი…“

826
ლევან-ბერძენიშვილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლევან ბერძენიშვილის საინტერესო ლექცია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ვეხისტყაოსანი“ არის რიტმებით დაწერილი ნაწარმოები, „დანტე ალიგიერიც“. იქ 60% მეორდება, „ვეფხისტყაოსანში“ კი გამეორებული რითმა საერთოდ არ არის. არ მეორდება. როგორ შეიძლება, ეგეთი ენა არსებობდეს? დანტეს ერთმარცვლიანი რიტმები აქვს, ჰა-ჰა, ორმარცვლიანი რიტმები და იტალიელები ამ დროს ფეხზე დგებიან ხოლმე. რუსთაველს აქვს ორი, სამი, ოთხი, ხუთმარცვლიანი რითმები. ბევრმარცხლიანი რითმა უფრო ლამაზი რომ არის, ყველამ იცის. ენა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, არ შეიძლება, იყოს გოიმი და ქაჯი ხალხის ენა. მას უნდა მოეცა რუსთაველი. ამ ენაში იყო რუსთაველის პოტენციალი. რუსთაველი ვერ შექმნიდა ასეთ ენას. რაღაც ხალხს უნდა წარმოადგენდე, ასეთი ენა რომ გქონდეს. ჩვენ არ გვაქვს არაფერი ისეთი მდიდარი, როგორიც არის ენა, რომლითაც ვსარგებლობთ, მისი პოეტური და მუსიკალური შესაძლებლობები. შეიძლება, იტალიელები უფრო კარგად მღერიან, ვიდრე ქართველები. იტალიური პროფესიული მუსიკა ქართულს რას უზამს, ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ როცა ხალხურ მუსიკაზეა ლაპარაკი, იტალიელები კი არა, მთელი მსოფლიო რომ დადგეს ფეხზე, ბურდონული მრავალხმოვანების სამი შემთხვევა აქვთ სულ. ჩვენთან, ჩემი ნათესავები, მაგალითად, ვლადიმერ ბერძენიშვილი კრიმანჭულს რომ ამბობდა, სტრავინსკიმ რომ მოისმინა, თქვა, მსოფლიო მუსიკა მიდის იქითკენ, რაც აგერ ვიღაც დეგენერატი გურულებს უკვე უმღერიათო. გასკდა კაცი გულზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები