ლევან ქარაზანიშვილმა და მისმა რჩეულმა, ქეთი ძიგუამ ურთიერთობა გააოფიციალურეს და ხელი მოაწერეს.
ცნობილმა წყვილმა, რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ისინი იუსტიციის სახლის წინ პოზირებენ და ცეკვავენ.
ქართველი კარდიოქირურგი, რომელსაც საზღვარგარეთაც კარგად იცნობენ და უნიკალური ოპერაციებით გახლავთ ცნობილი, ლევან ქარაზანაშვილი დიდი ხანია შეყვარებულია. მისი რჩეული ქეთი ძიგუა გახლავთ, რომელიც ასევე ექიმია.