LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლევან საგინაშვილის ემოციური განცხადება – “უკვე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, როცა მაინც ტაქსაობა მიწევდა, მჯეროდა, რომ ჩემპიონი გავხდებოდი…”

476
BeFunky-collage (9)

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი გადაცემა “სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა, სადაც გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის კითხვაზე – “იოლია ტაქსის მძღოლი გახდეს მსოფლიო ჩემპიონი?”

საღინაშვილმა ამ კითხვას “არა” პასუხი გასცა და შემდეგ მოყვა ბევრისთვის აქამდე უცნობი ისტორია, როდესაც ის ტაქსის მძღოლი იყო.

“არა მარტო ტაქსის მძღოლი, ვმუშაობდი სხვადასხვა სამუშაოებზე. რა თქმა უნდა, რთულია როცა ვარჯიშთან ერთად ფიზიკურად მუშაობ. როცა არ გაქვს შემოსავალი, მითუმეტეს სპორტი მოითხოვს ფინანსებს.

სპორტით გვიან დავინტერესდი, დაახლოებით, 20 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. მანამდე ძალისმიერ სპორტთან შეხება არ მქონია. ჩემმა მწვრთნელმა აღმომაჩინა.

მანამდე მამაჩემთან ერთად ვმუშაობდი რემონტებზე დაახლოებით 10 წელი. შემდეგ ტაქსის მძღოლად, მანქანების შემკეთებლადაც ვმუშაობდი, კომპიუტერულ მაღაზიაშიც…

ვიცოდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი, ტაქსის მძღოლობისას მჯეროდა, სხვა შემთხვევაში ვარჯიშს არ გავაგრძელებდი… უკვე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, როცა მაინც ტაქსაობა მიწევდა”,- თქვა ლევან საღინაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g