LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლომ შანის ახალი ვოლიერი აქვს – „მას აქვს მორები, საძრომიალო პლატფორმა, ხელოვნური კლდეები, სადაც შანი ერთობა“

1055
ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის ახალ ბინადარს, ლომ შანის ახალი ვოლიერი აქვს – ის უკვე ერთი თვეა, თბილისის ზღვის მახლობლად განთავსებულ ახალ ზოოპარკში, ახალ ვოლიერში ცხოვრობს. მის მონახულებას მალე მოქალაქეებიც შეძლებენ.

როგორ ცხოვრობს ზოოპარკის ახალი ბინადარი ზურაბ გურიელიძის კაბინეტში და სად შენდება მისთვის ახალი ვოლიერი – ლომის ბოკვერი რადიო „ფორტუნას” ობიექტივში

შანის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე საუბრობს „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ და აღნიშნავს, რომ ვოლიერში შანისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი.

„ჭამს, სვამს, სძინავს, სეირნობს“ – შანის ბოლო დღეები ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის კაბინეტში

„ახალ ვოლიერში, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადმოვიყვანეთ. ვოლიერში შექმნილია ის აუცილებელი პირობები, რომლებიც შანის სჭირდება, მას აქვს მორები, საძრომიალო პლატფორმა, ხელოვნური კლდეები, სადაც ერთობა“, – აღნიშნავს ზურაბ გურიელიძე.

🦁🥹❤️ ლომ შანის მალე ახალი სახლი ექნება

🦁🥹❤️ ლომ შანის ახალი სახლი აქვს | თბილისის ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია 👉🏻 ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g