გია სურამელაშვილი ბოლო პერიოდში აშშ-ში ცხოვრობდა და მუშაობდა. მან არაერთი კონცერტი გამართა ქართველი ემიგრანტებისთვის და ძვირფასი საჩუქრებიც მიიღო.
ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაბრუნდა ის საქართველოში. მას აეროპორტში ერთგული მეგობრები დახვდნენ.
მანამდე გიამ კიდევ ერთი ვიდეო გააზიარა, სადაც აღნიშნა: „ამერიკა, მადლობა და ბაი დროებით…“
როგორც ჩანს, გია სურამელაშვილი კვლავ აპირებს აშშ-ში გამგზავრებას, თუმცა უცნობია, როდის.