მაია ასათიანი ვიკა ბუკიას პოდკასტს სტუმრობს და ბევრ თემაზე საუბრობს, მათ შორის იმაზე, რომ უსამართლობის განცდა დაეუფლა, ადამიანებს, ვინც მან სატელევიზიო კარიერის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია, ერთხელაც არ მოუკითხავს:
„რეალურად, საქველმოქმედო მარათონები და არა მხოლოდ, ჩვენ დავიწყეთ. „პროფილმა“ უამრავ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება, ერთმანეთი აპოვნინა, 50-ზე მეტია, ვისაც მოწყობილი სახლი ვაჩუქეთ, ასობით ადამიანია, ვინც პოპულარული „პროფილის“ საშუალებით გახდა. კვირაში ორჯერ, სამჯერ მაინც რეკავდნენ. ტელეფონი ისე ხშირად ხმაურობდა, რომ დაღლილი ვიყავი მორიგი ახალი სიმღერის მოსმენით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნუთუ, ეს არის ცხოვრება? რეალურად ვისაც ცხოვრება შევუცვალე, არ მოვუკითხივარ, მაია, როგორ ხარ? საკუთარ თავთან მქონდა პრობლემა. სულ ახლახან, როცა ახალი საქმე დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ სრულიად უცხო ადამიანები, მე მათი დახმარება დამჭირდა… ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობდი, სრულიად უანგაროდ დამეხმარნენ. ეს არის ის, რაც წინ დამხვდა. ძალიან მაგარი განცდაა, მე ისევ დავიჯერე, ღმერთმა ხელი დამიქნია, აქ ვარო…“