LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაია ჯორჯაძე: „გიომ რომ სიურპრიზები იცოდა, ასეთი არ ვიცი… მოვიდოდა, როიალზე დადებდა ბილეთებს და მეტყოდა, ამაღამ მივფრინავთო…“

478
გიო ხუციშვილი

გიო ხუციშვილი „შუადღესთან“ მისმა მეუღლემ მაია ჯორჯაძემ გაიხსენა:

„სამი თვის წინ რაღაცას ვეძებდი ბლოკნოტში. გადავშალე და ვნახე, პირდაპირ დაუწერია, „მე მინდა ყველას ვუთხრა მადლობა 29-ში“… ეს უნდა შევინახო და ჩარჩოში ჩავსვა“, აღნიშნავს მაია.

„მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. სიმღერ-სიმღერით დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით. სიურპრიზები მან რომ იცოდა, ასეთი არ ვიცი… უცებ შემოვიდოდა, როიალზე დადებდა ბილეთებს და იტყოდა, ამაღამ მივფრინავთო. არ არსებობდა დღესასწაული, როცა საჩუქარი არ მოჰქონდა. მთელი თვის განმავლობაში აგროვებდა საჩუქრებს ახალი წლისთვის და თორმეტ საათზე იყო ფეიერვერკი, როცა გამოჰქონდა ხოლმე… “

მამა-შვილს შორის რაღაცნაირი რიდი იყო. გიო ყველაფერს იღებდა თავის თავზე. დღეში ოცჯერ რეკავდა, როცა გადიოდა. უმაგისოდ არაფერი უნდა მომხდარიყო ოჯახში.

სამ თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს. ორი კვირა ატკივდა ფეხი. რომ წავიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ექიმისგან რომ გამოვედით ეს ცუდი ამბავი, შენ არ ინერვიულო, ნახავ,როგორ დავამარცხებო. ერთი თვე უთხრეს და ცხრა თვე იცოცხლა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები