LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაილი საირუსის ყოფილმა მეუღლემ სერიალში – The Witcher ჰენრი კავილი ჩაანაცვლა

144
ZK4OOMXXGZHBBIYT27AABWUPWA

მალე, ,,ნეტფლიქსზე” სერიალის – ,,მხედვარი” მეოთხე სეზონის პრემიერა შედგება. ჯერ კიდევ 2022 წელს, ცნობილი გახდა, რომ სატელევიზიო შოუს პროტაგონისტს, ჰენრი კავილი აღარ განასახიერებდა. ბრიტანელი მსახიობი პირველიდან მესამე სეზონის ჩათვლით, გერალტ რივიელის პერსონაჟად გვევლინებოდა.

ახლახან, ქსელში The Witcher-ის თიზერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავარი გმირის როლში, მაილი საირუსის ყოფილ მეუღლეს – ლიამ ჰემსვორტს ვხედავთ. სატელევიზიო შოუ ავსტრალიელი მსახიობის მონაწილეობით, მე-5 სეზონით დასრულდება.

,,მხედვარი”, რომელიც ,,ნეტფლიქსმა” 2019 წელს გამოუშვა, ფენტეზის ჟანრის სერიალია, რომელიც პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ამავე სახელწოდების რომანთა სერიას ეფუძნება. მისი მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე – გერალტ რივიელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები