LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერს“ შორის კვლავ მეთ დეიმონმა გადაირბინა? – უახლესი დეტალები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დრამატული ისტორიის შესახებ

6941
page

„ბენიფერის“ შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერი აცხადებს, რომ ბენიც და ჯეი ლოც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და სახლის ცალ-ცალკე ყიდვას გეგმავენ.

„დიახ, მათ ეს უკვე გააკეთეს“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

„ჯენი და ბენი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ თავიდან ეგონათ, რომ სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ისინი ცალ-ცალკე გეგმავენ სახლის ყიდვას და სურთ, დრო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მოშორებით გაატარონ. ამ რთულ პერიოდში ჯეი ლოს გვერდში დედა და შვილები უდგას, ბენს კი საუკეთესო მეგობარი, მეთ დეიმონი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მის მხარეს იქნება“ – აცხადებს წყარო.

ინსაიდერის განცხადებაში დეიმონის სახელის გაჟღერებას, უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ბენიფერს“ შორის კვლავ მეთ დეიმონმა გადაირბინა?“,„ისევ სხვა ჩაერია მათ სიყვარულში“, „მედიის ბრალია ყოველივე ეს“, „ისტორია მეორდება“, – არ წყდება კომენტარები

შეგახსენებთ, 21 წლის წინ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა ქორწილი ჩაშალეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამაში დიდი როლი მეთ დეიმონმა ითამაშა, რადგან მას ჯენიფერ ლოპესი არ მოსწონდა.

ჯეი ლო ბენ აფლეკთან განშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე პირველ კომენტარს აკეთებს

„ბენიფერი დასრულდა, ყველაზე თავმომწონე წყვილმა ჩვენ თავიანთი აუტანელი სიყვარულის ისტორია შემოგვაჩეჩა“- მედიაში სკანდალური განცხადება ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები