LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მამა მაპატიე ყველაფერიო… და მანდ დაასრულა ყველაფერი” – სანდრო ბერაძის მშობლებმა გარდაცვლილ შვილზე პირველად ისაუბრეს

3791
BeFunky-collage

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის, 29 წლის სანდრო ბერაძის მშობლებმა გადაცემა “პროფილში” პირველად ისაუბრეს შვილზე. როგორც სანდროს დედა, ნინო ლოლაძე ამბობს, გარდაცვლილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და სწორედ ამან შეიწირა მისი სიცოცხლე.

მისი თქმით, სანდრო ვერ ეგუებოდა საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გახადა – “აზარ­ტმა იმ­დე­ნად მო­იც­ვა მთელი მისი გონება, რომ თავი შეზიზღდა. ეს აღარ იყო თამაში ფულისთვის და აზარტისთვის, ეს იყო თამაში თამაშისთვის“.

 

პირველი არხის ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

29 წლის სანდრო ბერაძეს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მშობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ და­ემ­შვი­დო­ბათ შვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე:
“სულ კა­ხას მე­ძახ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ბო­ლოს, ჯერ დედას დაურეკა, მერე ძმას და ბო­ლოს მე და­მი­რე­კა: მამა, მა­პა­ტიე ყვე­ლა­ფე­რიო… და მანდ და­ას­რუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მა­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ძა­ხა მამა… მე იმ დღი­დან­ვე უკვე სხვა­ნა­ი­რად ვე­ძებ­დი, ბავ­შვებს, ვინც ეძებ­დნენ არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ­დი, მაგ­რამ მე სულ ხე­ებ­ზე ვი­ყუ­რე­ბო­დი…” – ყვე­ბა სანდროს მამა, კახა ბე­რა­ძე.

როგორც გარ­დაც­ვლი­ლის მამა ყვება სადნრო მუდმივად ცდილობდა ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას”

“რაც ეს ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბი წა­მო­ვი­და, ტე­ლე­ფო­ნით თა­მა­შობ­და, მთხოვ­და ხოლ­მე თან­ხას, ვალი მაქვს და მო­მე­ციო… ამ ერთხელ და მერე მორ­ჩაო, იფი­ცებ­და, მეტს აღარ ვი­ზა­მო…ბო­ლოს დამ­თან­ხმდა და წა­მომ­ყვა ფსი­ქო­ლოგ­თან, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრშიც ვი­ყა­ვით. გა­გიჟ­და, ამ­ხე­ლა თან­ხას ითხო­ვენ და არ მინ­დაო. ერ­თა­დერ­თი რაც უნ­დო­და, იქ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­დე და სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თოო. აქ რა­საც უყუ­რებ­და, რეკ­ლა­მას, ბილ­ბორ­დებს, ამის­გან მო­ცი­ლე­ბა უნ­დო­და. ხან­და­ხან, როცა წა­ა­გებ­და, მე­ტყო­და: რა ვქნა არ მინ­და მაგ­რამ ეშ­კა­მი შე­მიჩ­ნდაო. შვე­ლას ითხოვ­და და გულ­წრფე­ლი იყო ამ დარ­დში. გულ­წრფე­ლად გა­ნიც­დი­და, რომ მა­მას ფულს სთხოვ­და, გვა­ნერ­ვი­უ­ლებ­და და სულ ამ­ბობ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბა აქეთ და­გიდ­გე­ბით გვერ­დში და და­გეხ­მა­რე­ბი­თო. ტყუ­ი­ლია რომ ვალი ჰქონ­და, ჩემ­ზე უკეთ ეგ არა­ვინ იცის. მის­მა საძ­მა­კა­ცო­მაც გვი­თხრა, ვის­თვი­საც ჰქონ­და გა­მორ­თმე­უ­ლი 50-50 ლარი, ყვე­ლას დაგ­ვიბ­რუ­ნაო.”

როგორც სანდროს დედა ამბობს, ყველა ვინც ამ დაავადებითაა დაავადებული არ უნდა დამალონ და მათ აუცილებლად უნდა უმკურნალონ;

“იმი­ტომ დავ­თან­ხმდით სა­უ­ბარს, გვინ­და ბევ­რის­თვის ეს გა­სა­გე­ბი გახ­დეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ თა­ო­ბის გა­წირ­ვა, რეკ­ლა­მე­ბით, ონლაინთამაშებით. სანდრიკასნაირი ბევ­რია, სამ­წუ­ხა­როდ.პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა ვერ უძ­ლებს ამ­დენს, წლე­ბი რომ გა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ილე­ქე­ბა, გროვ­დე­ბა და ყვე­ლა არა, მაგრამ ბევრი ძა­ლი­ან ცუ­დად ამ­თავ­რებს. სან­დრო გახ­და კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, დამ­წყე­ბი და არ გვინ­და ეს მუხ­ტი ჩაქ­რეს. გვინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდეს ამ საქ­მე­ში, რად­გან საუბარია სან­დროს სა­ხე­ლით სხვა ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე… გვინ­და დაგ­ვეხ­მა­როთ, აგ­ვყვეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დეს ახა­ლი თა­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და სან­დრი­კა იყოს ბოლო, ვინც ამ პრობლემით, ამ გზით წა­ვი­და ცხოვ­რე­ბი­დან”.

სან­დრო ბე­რა­ძეს ოჯახი და ახლობლები 4 დღის განმავლბაში ეძებდნენ.  ის ცხვა­რი­ჭა­მი­ას­თან ტყე­ში გარდაცვლილი იპოვეს.

,,რეკავს 112–ში. ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს“ – სანდრო ბერაძის მეგობრის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g