„მამების დრო“ ტარიელ ხარხელაურს მასპინძლობს, რომელიც საუბრობს იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია, მამებმა შვილებთან საუბარი ისწავლონ:
„მამებმა შვილებთან საუბარი, დიალოგი უნდა ისწავლონ. შენი გადასახედიდან კი არა, ბავშვის გადასახდედიდან… ჩვენ ერთმანეთთან ნორმალური კამათი არ შეგვიძლია, უნდა ვიჩხუბოთ. როგორ შეიძლება, შვილმა ისეთი კითხვა დაგისვას, რომ თუ ვაჟკაცი ხარ, პასუხი ვერ გასცე.
სკოლებთან გვქონდა შეხვედრა, რომ დამთავრდა ღონისძიება, მეშვიდეკლასელი გოგონა იჯდა, გადამიდგა წინ, ბატონო ტარიელ, შეიძლება, კითხვა დაგისვათო? რა ვუშველოთ ჩვენში დაბუდებულ აგრესიასო? აგრესია ხდება ჩვენი, მამების, დედების ჩაურევლობის გამო – ბავშვები ხდებიან აგრესიულები და მართალნი არიან. შენ უნდა გამონახო დრო შვილთან ურთიერთობისთვის. ხევსურები შვილს 3 წლის ასაკიდან ესაუბრებოდნენ, როგორც თანასწორს, ბიჭებს, გოგონებთან არ ჰქონდათ ასეთი ურთიერთობა. ბიჭებს კაცებად ზრდიდნენ თავიდანვე. ახლა ჩვენ დავტოვეთ ისინი ცალკე და ჩვენ ცალკე ვართ… ბოდიშს კი არ მოიხდი, რომ პასუხი არ გაქვს, დაუწყებ ჩხუბს, გალანძღავ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს…“
