ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ე.წ. პოზიტიური კამპანიის ფარგლებში ქუჩის მუსიკოსებთან ერთად იმპროვიზებული კონცერტი შემოგვთავაზა. მამუკა ხაზარაძის სასიმღერო შესაძლებლობები უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მის რეპერტუარში, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან წარმოგვიდგინა, ცნობილი კომპოზიცია „ჩემი თბილისის საღამოც“ შევიდა, რომელიც პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა არაჩვეულებრივად შეასრულა.