მანანა თოდაძე რთულ პერიოდებზე საუბრისას „სხვა რაკურსში“ იხსენებს საკუთარი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს:
„გერმანიაში ვიყავი საერთაშორისო კონკურსზე, სადაც გავიმარჯვე და პირველი ადგილი ავიღე. დაჯილდოებაზე დაგვიბარეს მეორე დღეს. ისე მოხდა, რომ მძღოლმა დააგვიანა. ზუსტად ორი წუთი დამაგვიანდა მისვლა, ქალი იდგა და კარი მომიჯახუნა ცხვირწინ, არ შემიშვა საკუთარ დაჯილდოებაზე. მძღოლზე ვიყავი დამოკიდებული, ჩემი ბრალი არ იყო. ისეთი სტრესი მივიღე… ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მერე, რა თქმა უნდა, შემიშვეს, მაგრამ სადაც დამიბარებენ, 15 წუთით ადრე მივდივარ. არ მიყვარს, როცა მელოდებიან, ვიღაცას რომ ვალოდინებ და ვანერვიულებ, ეს არის ადამიანის მიმართ უპატივცემულობა. ამან, სხვათა შორის, დიდი დაღი დამასვა, დღესაც რომ მახსოვს…“