LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მარადიული სიყვარულის მაშინ ვიწამე, როცა ლევანი პირველად დავინახე… ჩვენ შორის 9-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა…“ – დუეტი „ლეონი“ სიყვარულის შესახებ

677
დუეტი ლეონი

„დღის პოსტს“ დუეტი „ლეონი“, ცოლ-ქმარი ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი ესტუმრნენ და მარადიულ სიყვარულზე ისაუბრეს.

ნინი კენჭიაშვილი: 

„მარადიული სიყვარულის მაშინ ვიწამე, როდესაც ლევანი პირველად დავინახე…“

ლევან წვერავა: 

„25 წლამდე შეყვარებული მართლა არ მყოლია. პოპულარული ბიჭი ვიყავი, ისტორიები მქონდა, მაგრამ რასაც სიყვარული ჰქვია, გულწრფელად გეუბნებით, ეს არ ყოფილა. მაშინ ჟურნალისტები სულ მეკითხებოდნენ ამის შესახებ. როცა შემიყვარდება ადამიანი, ზუსტად ვიცი, პირველივე სიყვარული, რაც მეწვევა, იქნება ის, რომელიც ან დამანგრევს, ან ამაშენებს-მეთქი… ჩემს და ნინის შორის ასაკობრივი სხვაობა არის 9 წელიწადი. როცა ნინი ჩემი შეყვარებული იყო, 17 წლის გახლდათ, სრულწლოვანი რომ გახდა, მაშინ დავოჯახდით…“

ვიდეო: „ერთმანეთს მოფერებით სოკოს ვეძახით…სიყვარულთან ერთად მოდის ეს ფრაზებიც” – დუეტი „ლეონი”

როგორ შეხვდნენ თბილისელ რძალს ქუთაისურ ოჯახში – დუეტი „ლეონი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g