დუეტი „ლეონის“ წევრი ლევან წვერავა, ქუთაისელია, მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი კი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი.
2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე დუეტი „ლეონი“ „პოსტ ალიონში“ იმყოფებოდა სტუმრად.
„მინდა, რომ სულ ქუთაისში ვიყო. მინდა, ჩემმა შვილმა ამაყად თქვას, მე ქუთაისელი ვარო“, – ამბობს ლევანი.
ნინი კი იმ დღეს იხსენებს, როდესაც პირველად ნახა ქუთაისი და ამბობს, რომ პირველივე დღეს შეუყვარდა ეს ქალაქი.
„იმდენად თბილი და კომფორტული გარემოა, არ მეგულება ადამიანი, იქ ჩავიდეს და არ შეუყვარდეს. სანამ ქუთაისში წავიდოდი, ლევანის დედას ვიცნობდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. თავიდან რაღაც სიტყვებს ვერ ვგებულობდი. რომ მითხრეს, ,,პიმპილი” მომიტანეო, პილპილი მივუტანე და თურმე წიწაკა ყოფილა. ცოტა დაბნეული სახით მიყურებდნენ, მაგრამ მერე მივეჩვიე“,- იხსენებს ნინი.