LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარიკა თხელიძე უსაყვარლეს ვივიენთან ერთად გამოჩნდა: „მე და ვივიენი ერთად ვმღერით ხოლმე… ჩემს შვილებს მოსწონთ ჩემი სიმღერა…“

332
მარიკა და ვივიენი

„ვინ შემოვიდა, ეს მშვენიერება?“ – „გვიან დილას“ მარიკა თხელიძის ქალიშვილი, ვივიენი ესტუმრა. უსაყვარლესი გოგონას შესახებ მარიკამ სიამოვნებით ისაუბრა.

„პრინცესა ვივიენი წლის და ორი თვისაა… უკვე მეორედ არის გადაცემაში სტუმრად. ნიკოლოზს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ გამომატანა საჩუქარი, რომელიც მომიძღვნა დედის დღეს, გული, რომელიც მომიმზადა. ძნელია საკუთარ თავზე საუბარი და შეფასება, მაგრამ დედობა არის ძალიან დიდი ჯილდოა მართლაც. ძალიან ბედნიერი დედა ვარ. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შვილებზე ხარ ორიენტირებული, ტრიალებ მათი ბედნიერების ირგვლივ. ვცდილობ, ვიყო მეგობრული დედა და როგორც დიდ ადამიანს, ისე მივმართავ ნიკოლოზს, აზრსაც ვეკითხები და რჩევებსაც მაძლევს. მე და ვივიენი ერთად ვმღერით ხოლმე. ჩემს შვილებს მოსწონთ ჩემი სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები