სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის პირველ კადრებს ასახავს. გიორგი ხუციშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს.
როგორც გიორგი წერს, ვიდეოში ნაჩვენები ადგილი აღარ არსებობს.
„3.08.2023 15:05 ესაა პირველი კადრები რაც გადავიღე. პირველ ვიდეოში სასტუმროს უკანა მხარეს ვიყავით საიდანაც მეწყერი ჩამოწვა. რაც პირველ კადრებში ჩანს აღარაფერი არსებობს. არც ეგ ხეები არც უკანა შენობა და არც ჰამაკი, რომელშიც ანა იჯდა ამ კადრებამდე რამდენიმე წამის წინ. მარცხენას მაგივრად მარჯვნივ რომ გავქცეულიყავით ჩვენც იმ მიწის ქვეშ ვიქნებოდით ახლა. საშინელი ხმა იყო. ვიფიქრე რამე ბომბდამშენები მოდიან ჩვენ თავზე-თქო, კამერა ჩავრთე და ცას მივუშვირე. მეორე ვიდეოში უკვე ქვემოთ ვარ გამოქცეული. რა ადგილიდანაც ვიღებ, რამდენიმე წამში მანდაც შემოვარდა მიწა და ორივე მხრიდან მოგვიმწყვდია“,- წერს გიორგი ხუციშვილი.
03.08.2023 15:05 ესაა პირველი კადრები რაც გადავიღე. პირველ ვიდეოში სასტუმროს უკანა მხარეს ვიყავით საიდანაც მეწყერი…
Posted by Giorgi Khutsishvili on Friday, 4 August 2023