ჯეი ლოს რამდენიმე ეტაპიანი იუბილეს აღნიშვნა გრძელდება. ამჯერად 55 წლის არტისტი ჰემპტონში გადაიღეს. ის თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი და საქორწინო ბეჭედს საგულდაგულოდ მალავდა.
ცნობისთვის, წვეულებაზე, რომელსაც ჯეი ლოს მთელი ოჯახი დაესწრო, არ იმყოფებოდა მის მეუღლე, ბენ აფლეკი. ის ახლა ლოს-ანჯელესშია.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეი ლო და ბენი მარტიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლი, რომელიც მათ გასულ წელს შეიძინეს, გასაყიდად ოფიციალურად გამოიტანეს, მისი ფასი $61 მილიონი დოლარია.
ჯეი ლოს იუბილეს სტუმრების სიიდან ამოშლილ ბენ აფლეკს, ექს-მეუღლე, ჯენიფერ გარნერი ანუგეშებს




