მსახიობი გია ჯაფარიძე გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლეზე ისაუბრა.
როგორც მსახიობმა დაადასტურა, მან ცოლი მოიტაცა და დღემდე ბედნიერად თანაცხოვრობენ:
„მაშინ მოტაცება ერქვა, თორემ არც ის იყო წინააღმდეგი და არც მე. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მერე შევრიგდით. თბილისში ვიყავით და აქედან წავიყვანე. დიდებულად თანავცხოვრობთ, 45 წელი იქნება. ერთგულად და ძალიან მაგრად მიდგას გვერდში, არასდროს მქონია წინააღმდეგობა. ვერ გეტყვით, რომ ეჭვიანი არ იყო“, – ამბობს გია ჯაფარიძე.
