LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაშველი ძაღლები პენსიაზე გავიდნენ და მათთან დამშვიდობება ძალიან ემოციური იყო

178
dognesjns

5 სამაშველო ძაღლი, რომელიც წლების განმავლობაში მეხანძრეებთან ერთად მუშაობდა, პენსიაზე გავიდა. ცუგები ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რაიონში მოღვაწეობდნენ. მეხანძრეებისა და მათი ოთხფეხა მეგობრების დამშვიდობების ემოციურ კადრებს ,,დეილი მეილი” ავრცელებს.

როგორც ვიდეოში ჩანს, ერთ–ერთი ძაღლი ყველანაირად ცდილობს მივიდეს თავის მეწყვილესთან, რომელთან ერთადაც მთელი 10 წელი იმუშავა. მეორე ძაღლი მაშველს თათებით იჭერს და მის გაშვებაზე უარს ამბობს. ამის შემდეგ ოპერატორმა მაშველის სევდიანი სახეც გადაიღო, როგორც ჩანს, ძაღლებთან დამშვიდობება ადვილი არც ადამიანებისთვის ყოფილა.

ძაღლები ძალიან ბევრ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მიწისძვრისა თუ სხვა სტიქიური უბედურების შემდეგ დაკარგულ ადამიანებს ეძებდნენ. 10 წლის განმავლობაში მათ არაერთი გმირობა ჩაიდინეს და პენსიაზე გასვლის დროც მოვიდა.

ამიერიდან მაშველებზე სახელმწიფო იზრუნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები