LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ჩემს მეუღლეს თუკი რამე გვაქვს ძვირფასი შექმნილი ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი… მე გული მწყდება, რადგან დღეს დასაცინი გახდა მაგალითად მრავალშვილიანობა, მშვიდობა, ღირსება ,ენა, მამული, სარწმუნოება“- ნინო ლაცაბიძე

374
ნინო ლაცაბიძე

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა მიმდინარეობს რუსთავში. მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან თბილისისკენ, სადაც ამ დღესთან დაკავშირებულ მთავარ მსვლელობას შეუერთდებიან.

მსვლელობაში ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც.

„სწორედ ამ ფასეულობებს გვართმევენ დღეს… სწორედ ამის განადგურება სურთ, რადგან იციან, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”- დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ძლიერი ოჯახი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დედის და მამის, ჩემი მშობლების სიყვარული არის განსაკუთრებული ჩემთვის. ასევე ჩემი მეუღლის მშობლების მათი პატივისცემა და მადლიერება.

„ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“- ზურა ხაჩიძე

მე და ჩემს მეუღლეს თუკი რამე გვაქვს ძვირფასი შექმნილი ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი, რომელსაც ვცდილობთ გავუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ვისურვებ, რომ ბევრი ძლიერი ოჯახი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ღმერთმა მოგვცეს უფრო მეტი სიმტკიცე და უფრო მეტი გამძლეობა…

თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება

მე ძალიან გული მწყდება, რადგან დღეს დასაცინი გახდა მაგალითად მრავალშვილიანობა, მშვიდობა, ღირსება , ენა, მამული, სარწმუნოება და გადაკეთება მოხდა ამ ყველაფრის. ჩვენ ქართველებს გვაქვს ფასეულობები და ღირებულებები, ამ ფასეულობებით და ღირებულებებით გვინდა ვიყოთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

ვიდეოს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.

„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა”– ამის შესახებ მთავრობის 15 მაისით დათარიღებულ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც შესაძლოა, არ შეეხოთ 17 მაისს დასვენების დღე.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

magti 5g