LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და სოფოს გვინდა მეორე შვილი, მაინტერესებს, ევროპისგან ავიღოთ ნებართვა თუ ამერიკისგან?… ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ – სოფო ბედიას ქმარი

721
სოფო ბედია და სოფო ბედიას ქმარი

„ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, ვინც თვლით იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს…“ – ამის შესახებ მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„მაინტერესებს, ვინც მე და სოფოს გვიცნობს და იცის, ჩვენი ოჯახის შესახებ, რომ გვყავს საერთო შვილი, ანდრია, გვინდა კიდევ მეორე საერთო შვილი გვყავს და ევროპისგან ავიღოთ ნებართვა თუ ამერიკისგან? უბრალოდ, ისე არ მინდა, ბავშვი დაიბადოს და რუსეთუმე დაუძახონ…

შენი მშობლები არც ევროპას შეუთანხმდა, არც ამერიკასო… სახელზე არ ვიცი, ან ორბანს დავარქმევთ ან შოლცს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ…

ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, ვინც თვლით იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“

უკვე თვეზე მეტია დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. 14 მაისს, პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g