LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მათ ვაპატიე…დიდი ტკივილის მიუხედავად ვეღარ დავბრუნდები“ – თამუნია მექერიშვილი ოჯახზე ემოციურად საუბრობს

3649
2026-02-08_00-21-24_412322

თამუნია მექერიშვილი პოდკასტის „ხინჩოსთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი ოჯახის შესახებ საუბრობს.

შეფ-მზარეული ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც მას გული ატკინეს უკვე აპატია.

„ჩვენ ვართ ქრისტიანები, ასეთი მრწამსით დავიბადეთ. ვისაც ბიბლია და სახარება აქვს წაკითხული, იცის რომ ყველაზე უზენაესმა აპატია. მე ვინ ვარ, ერთი რიგითი ადამიანი, რომ არ ვაპატიო. მე მათ უკვე ვაპატიე, მე ისინი ისევ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა. მათ არ ვუყვარვარ. მათ უარმყვეს და არა მე. ბედნიერი ვარ, რომ ეს მე არ გავაკეთე და მათ გააკეთეს. იმიტომ ამიყვანა უფალმა ხელში, რომ მართალი ვიყავი.

მე ოჯახი დაბადებიდან მიყვარდა. უბრალოდ აღარ დავუბრუნდები. ვპატიობ, მაგრამ არ მივდივარ. ამ ადამიანებთან დიდი ტკივილის მიუხედავად ვეღარ დავბრუნდები. მეშინია, რომ ისევ ტკივილი არ მომაყენონ. ჯოჯოხეთი გავიარე და მივხვდი, რომ ის დედამიწაზეა. ჯოჯოხეთს ადამიანები გიწყობენ და ამის გავლის შემდეგ მე სამოთხეში აღმოვჩნდი. ჩემი სახლი არის ჩემთვის სამოთხე, საიდანაც დაიწყო ყველაფერი კარგი. ეს არის კონკიას, ჯადოსნური სახლი, სადაც არის სიყვარული.

„ღომის ტარტი დანამული მარწყვის ტყემლით და ლობიოს კრემ-მუსით“ – ბლოგერ თამუნია მექერიშვილის, განსხვავებული გემოების კომბინაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g