პროექტ „რანინას“ მონაწილე ანდრია ფუტკარაძე აცხადებს, რომ „ანდრია მშვიდი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭია“.
როგორც ანდრია აცხადებს, ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი ვეფხვი.
„მიყვარს ზღვის ფილებზე სეირნობა, ცურვა, წიგნის კითხვა, ბუნება, ხეები, ყვავილები, ცხოველები. საკუთარ თავს ვამსგავსებ ვეფხვს. ვეფხვი ძალიან ლამაზი ცხოველია, ძლიერია, განვითარებული ინსტინქტი აქვს და ერთ-ერთი ცემი საყვარელი ცხოველია.
მე ვარ მშვიდი, ჭკვიანი, მხიარული. თვისება, რომელიც არ მომწონს საკუთარ თავში არის ის, რომ მარტივად ვბრაზდები..
რომ არა მუსიკა ექიმი გამოვიდოდი.
როცა გავიგე, რომ „რანინაში“ მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. „რანინა“ მასწავლის მეგობრობას, სიყვარულს, ბედნიერებას“, – ამბობს ანდრია.
