2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ ტრაგედიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეწყერმა, რომელიც შოვში ჩამოწვა და-ძმის, სოფო და გიორგი ყარალაშვილების სიცოცხლეც იმსხვერპლა.
სოფოს მეგობარი, ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 7 მარტი სოფოს დაბადების დღეა.
„დღეს სოფის დაბადების დღეა ♡ მადლობა მას, რომ პატივი გვქონდა და მასთან ერთად ვცხოვრობდით დიდხანს ♡ და გვესმოდა მისი კისკისი ♡
და მერე იყო შოვი
და აღარ იყო სოფი და არც სოფის ძმა და არც დათო…
და იყო დიდი ტკივილი
და ამ ტკივილმა მიმახვედრა,
რომ არ არსებობს ამ ცხოვრებაში ძნელი რაღაცები გარდა სიკვდილისა
და ახლა თუ რამ სიძლიერე შემომრჩა, ჩემი მეგობრების უეცარმა სიკვდილმა მოიტანა ეგ სიძლიერე
და უდიდესმა შინაგანმა ბრაზმა
უძლურებისა,
რომ ქვა ხარ ადამიანო
და რას გაუძელი და მეტი რისი უნდა გეშინოდეს?!
დღეს სოფის დაბადების დღეა
და მე სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ გითხრათ,
ასეთი იყო სოფი ♡
და არ შემეძლო ისე დამეძინა,
ეს რომ არ მეთქვა..
და სოფის ჰყავს უკარგესი ოჯახი,
რომელსაც იმხელა დარდი აქვს,
ფიზიკურად ვერ ვზიდავ ხოლმე და ხან გავრბივარ ამ ტკივილიდან და მათთანაც კი ვერ მივდივარ რომ მოვიკითხო..
გილოცავ სოფი დაბადების დღეს ♡
ეს დღე შენია ♡“, – წერს ქეთი მოლაშვილი.
