LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

[ვიდეო] მელანია ტრამპმა თეთრი სახლის აღდგენილი ვარდების ბაღი გახსნა

581
32259196-0-image-a-17-1598113498140

ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლის განახლებული ვარდების ბაღი წარადგინა. სივრცე, რომელსაც პირველი ლედი რესპუბლიკური ეროვნული კონვენციისადმი სიტყვით გამოსვლისთვის გამოიყენებს.

ბაღის განახლება და აღდგენა მელანია ტრამპმა ერთი თვის წინ დააანონა. მაშინ პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ გაკეთდებოდა ახალი ბილიკები და სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთისგან გამოიყოფოდა.

გარდა ამისა, Covid-19-ის ეპოქაში სწორედ ეს სივრცე გახდება პრესკონფერენციების ადგილი, იმისთვის რომ ჟურნალისტებიც და თეთრი სახლის რესპონდენტებიც უფრო დაცულები იყვნენ და სოციალური დისტანციის შენარჩუნება შეძლონ.

როგორც ცნობილია, ბაღში ტრამპმა და მელანიამ უკვე მოაწყეს დახურული მიღება თუმცა, სტუმრების სია არ გასაჯაროვებულა.

 

ამერიკული მედია წერს, რომ რესტავრირებული ვარდების ბაღი, კენედის დროინდელს ჰგავს, რომელიც 1962 წელს რეიჩელ “ბანი” მელონის მიერ შეიქმნა.

ვარდების ბაღი კერძო შემოწირულობებით განახლდა და ღირებულება ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g