კაკული გურიელაშვილის მიწვევით, ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი ისრაელში, კერძოდ ქალაქ აშდოდში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტი გამართა მეგობრების მონაწილეობით. მასთან ერთად სცენაზე კაკული გურიელაშვილი და მორის ჯანაშვილიც გამოვიდნენ. შესრულდა არაერთი ცნობილი სიმღერა მერაბ სეფაშვილის რეპერტუარიდან, მათ შორის „ჩემი გმირი გიწოდე“, „როგორ მინდა“, „პატარა გოგონა“ და სხვა. კონცერტი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.