„ავტოგრაფი“ ნატო გელაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას დაეთმო. „იმედის“ ეთერში ცნობილი კომპოზიტორის ამა თუ იმ სიმღერის ახლებური შესრულება მოვისმინეთ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მერაბ სეფაშვილის ნამღერი „შენთვის მიცხოვრია სულ“, რომლის ტექსტიცა და მელოდიაც ნატო გელაშვილმა დაწერა. მომღერალს აკომპანემენტი პიანისტმა, პაატა ანდრიაძემ გაუწია.
