LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მესამე ბედნიერი წელია შენთან ვიღვიძებ და ყოველ დილას თავიდან ვბედნიერდები შენი დანახვით, მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად!“ – ნანუკა გულუა მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

533
ფორტუნა

მსახიობი ნანუკა გულუა მეუღლეს,კახა კაშიას საჯაროდ, თბილი და ემოციური ტექსტით ხშირად მიმართავს.

ამჯერად ნანუკა მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით დაბადების დღეს ულოცავს და მასთან თანაცხოვრების დროს გადაღებული ბედნიერი მომენტების ფოტო_ და ვიდეოკადრების კოლჟს აქვეყნებს:

„გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გვიმყოფოს შენი თავი, დანარჩენს ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ, შენი უსაზღვრო შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, გონიერებით, ერთგულებით.

მესამე ბედნიერი წელია შენთან ვიღვიძებ და ყოველ დილას თავიდან ვბედნიერდები შენი დანახვით, მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად! მიყვარხარ ლამაზო და კეთილო ჩემო ქმარო ყველა მიყვარხარზე ძლიერად.. მადლობა, რომ დედა გამხადე ამ ორი ღვთის სასწაულის, მადლობა მომავალში ყველა ბედნიერი დღისთვის, რაც გველოდება, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის!“, – წერს ნანუკა გულუა.

„ეს ფოტოები ჩემს 2023 აღწერს, რომელიც საოცრად დაგვირგვინდა! მადლიერი ვარ ყოველი დღის, წუთის, წამის“ – ნანუკა გულუა გასულ წელს ემოციურად ემშვიდობება

„თუ შენ სამი, ოთხი და ბევრი შვილი გინდოდა, რატომ მოიყვანე 37 წლის ცოლი“? – ნანუკა გულუას და მისი მეუღლის სახალისო საუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g