„რანინას“ მე-7 სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე „ევროვიზია საქართველოს“ ობიექტივში მოექცა.
ანდრია „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადება, სადაც ის საქართველოს წარადგენს.
„დედას“ ასე ჰქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის სიმღერას.
ეს სიმღერა ანდრიას ბავშვობას, დედასთან განშორებასა და მონატრებას აერთიანებს.
როგორც სიუჟეტიდან ხდება ცნობილი, ანდრიას დედა, შორენა აბაშიძე უკვე 4 წელია ემიგრაციაშია. პატარა მომღერალს ბებია ზრდის.
„მინდა ჩემი ქვეყანა ევროვიზიაზე სასახელოდ წარვადგინო, ჩემი წარმატება მიეძღვნება დედას და ბებოს…ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, დედა, არ წახვიდე, დარჩი. ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს“ – აღნიშნავს ბიჭუნა.