LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა ჭორებს ბოლო მოეღოს…“ – ხატია წერეთელი საზოგადოებას მიმართავს

152
2026-03-05_02-22-49_733889

მომღერალი ხატია წერეთელი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია.

როგორც ის აღნიშნავს, სურს რომ მის გარშემო აგორებულ ჭორებს ბოლო მოეღოს.

„მინდა ჭორებს ბოლო მოეღოს. ისინი ვინც დააკავეს ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

ჩემი სალონი დალუქულია და არც ვაპირებ რომ მუშაობა გავაგრძელო. ისედაც ძალიან დაღლილი ვიყავი. ავდგები და ახალ რამეს გავაკეთებ.

მაქვს საოცარი ხელი და ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული საჭმელი ყველა აღნიშნავს.

მინდა რაიმე ნაკლებად დამღლელი საქმე. მასაჟთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციები შემიძლია გავცე. ეს საქმე ქალის არ არის“, – საუბრობს ხატია წერეთელი.

შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე მომღერალ ხატია წერეთელს და 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ. 

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია

„ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა“… – ხატია წერეთელი საპატიმროში გატარებულ პერიოდს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g