გადაცემაში „პრაიმ შოუ“ სტუმრად სასწრაფოს ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც იმ ისტორიებზე ისაუბრეს რომელიც მუშაობის დროს თავს გადახდენიათ.
ერთ-ერთი სტუმარი ნინო ზერეკიძე იყო, თბილისის მე-13 ფილიალის ექიმი, რომელმაც გადაცემაში ემოციური ისტორია გაიხსენა.
„112-დან ზარი შემოვიდა „ნინო, ჩქარა აუზში ბავშვი დაიხრჩო” საუბარი არც გვქონდა დასრულებული უკვე მე და ჩემი ბრიგადის ყველა წევრი სასწრაფოს მანქანაში ვიყავით და მივემართებოდით მისამართისკენ… თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, ეს ბავშვი გადარჩენილიყო, ეს ჩემს ბრიგადას ვუთხარი.
მისამართზე როცა მივედით დაგხვდა სუნთქვა შეწყვეტილი გულგაჩერებული ლამაზი, 7 წლის კულულებიანი ბიჭი. მაშინვე დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები და პირველივე ციკლის მერე ბავშვმა აღებინა. მალევე მოხდა ბავშვის გადაყვანა კლინიკაში და კლინიკაში შესვლისას ბავშვმა ტირილი დაიწყო, ჩვენც ვტიროდით სიხარულისგან, რადგან კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ სიკვდილზე“, – ამბობს ნინო ზერეკიძე.