ლიზა ბაგრატიონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „ხალხური“ სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“ შეასრულა.
ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი და თბილი შეფასებები დაიმსახურა:
„ანუ ლიზა ბაგრატიონს შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო. მისი ყველა შესრულება აკადემიურ დონეზეა აყვანილი. ეს იმას ნიშნავს, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ლიზა ხელოვნებას. უნიჭიერესი, ულამაზესი და შეუდარებელი“…
„ერთერთი უზადო შემსრულებელი ქართული სიმღერის…ყელში ცრემლგაჩხერილმა შესრულებამ სულ დამატყვევა…მადლობა ამ ემოციისთვის, ქართული ჰანგის ამ ახლებურად მოქარგვისთვის, გაიხარეთ“,