ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საუბრის დროს ეთერში შვილი, პატარა თემოც შეუერთდა.
გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში – „გაიღვიძე საქართველო“, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქციებზე საუბრობდა, რა დროსაც მასთან შვილი მივიდა და უთხრა: „მიყვარხარ“.
„მიყვარხარო, მოვიდა, მაკოცა და წავიდა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პირდაპირი ჩართვის დროს „ფორმულას“ გიორგი მარგველაშვილის შვილიც შეუერთდა💕 „მიყვარხარო, მოვიდა, მაკოცა და წავიდა“ — პირდაპირი ჩართვის დროს, გადაცემას „გაიღვიძე საქართველო“ გიორგი მარგველაშვილის შვილიც შეუერთდა 😍
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024