LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალ მატყუარას… დაბალი ნიშნების მიღებისაც ამიტომ ეშინიათ, „სახლში რომ მივალ, დედა რას მეტყვის“ – ფსიქოლოგი ნინო დოლიძე

392
ნინო დოლიძე

აჭარის ტელევიზიის გადაცემის, „დიდი შესვენების“ რუბრიკის – „რჩევები მშობლებს“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ნინო დოლიძე, რომელმაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

როგორ უნდა ესაუბროს მშობელი ბავშვებს გარდატეხის კრიზისის დროს, როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილთან ემოციურ დონეზე იმეგობრონ, თუმცა მაინც მშობლებად დარჩნენ, ასევე რა დოზით უნდა გამოიჩინოს მშობელმა სიმკაცრე – ფსიქოლოგმა ყურადღება ამ საკითხებზე გაამახვილა.

აღნიშნულ თემაზე საუბრის დროს, ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ „მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალ მატყუარას“.

„მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალ მატყუარას. თუ ჩემმა თინეიჯერმა შვილმა რაღაც მომიყვა და მე ამას მორალის კითხვით, დაცინვით და გაუფასურებით შევხვდი, მომავალში არა თუ არ მომიყვება, [შეიძლება მომიყვეს, შეიძლება არ] შეიძლება გადაასხვაფეროს არსებული სიტუაცია იმის შიშით, რომ „დედამ არ გამკიცხოს“.

დაბალი ნიშნების მიღებისაც ამიტომ ეშინიათ, „სახლში რომ მივალ, დედა რას მეტყვის“, ამის შიში უფრო აქვთ ბავშვებს“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g