LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მოატყუა თუ არა ლუკა ჭანიშვილს მეუღლემ, რომ გაცნობის დროს არ მოეწონა – რას ჰყვება მომღერალი და მოცეკვავე „იმედის“ ეთერში

157
ლუკა ჭანიშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ გასართობი შოუს – „სიცრუის დეტექტორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი და მოცეკვავე ლუკა ჭანიშვილი იყო.

ვიდეო: „რა ხმა აქვს ამ ბიჭს, ნამდვილი ბულბულია…“ – ლუკა ჭანიშვილმა „იმედის“ ეთერში ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად იმღერა

ლუკა ჭანიშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვებს გულწრფელად უპასუხა და გაიხსენა არაერთი ისტორია, მათ შორის, მეუღლესთან, ასევე მოცეკვავე ელენე ნაჭყებიასთან და მათ სიყვარულთან დაკავშირებული ამბებიც.

წამყვანის შეკითხვაზე – „თვლით, რომ მეუღლემ მოგატყუათ, თითქოს გაცნობისას არ მოეწონეთ?“ – ლუკა ჭანიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და განმარტა.

„ჩვენი, „სუხიშვილების“ კონცერტი იყო „თაკარას“ ღია სცენაზე, მაშინ ელენე ჯერ კიდევ არ იყო „სუხიშვილების“ მოცეკვავე, ელენე კონცერტის დაწყებამდე, გენერალურ რეპეტიციაზე მოვიდა. ფილმშიც გინახავთ: ადამიანს რომ დაინახავ და მიაშტერდები, სულ გადამავიწყდა, კონცერტი რომ მქონდა, ვიდექი და ვუყურებდი…

გაცნობის შემდეგ სოციალურ ქსელში მეგობრობის მოთხოვნა გავუგზავნე, არ დამამატა. 5-6 თვის შემდეგ, რეპეტიციაზე შევედი და ელენე დავინახე…“

„არ ვიცნობდი და არ მომწონდა, როდესაც გავიცანი, მაშინვე მომეწონა, თავიდან ძალიან ნარცისი მეგონა, სულ მკაცრი სახე ჰქონდა, რომ გავიცანი, საერთოდ არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა და იმ წამს მომეწონა“, – აღნიშნა ელენე ნაჭყებიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g