LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოდელობის პროფესიაში სტიგმა მინდოდა გამექრო, რომ თითქოს ჭაღარა თმით სიარული სირცხვილია“ – რა ურჩია რეზო ჭანიშვილმა შვილს, როდესაც ამ ასაკში მისი მოდელობის შესახებ გაიგო?

213
რეზო ჭანიშვილი ელენე ჭანიშვილი

ლეგენდარული რეზო ჭანიშვილი 59 წლის მოდელ ქალიშვილთან, ელენესთან ერთად გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.

ქორეოგრაფმა ქალიშვილთან, ელენე ჭანიშვილთან ერთად მამა შვილს შორის ურთიერთობასა და პროფესიულ წარმატებებზე ისაუბრა:

„როდესაც შენი შვილი ასეთი წარმატებულია, ეს ჩემთვის ბედნიერებაა“- თქვა ქორეოგრაფმა ქალიშვილზე საუბრისას.

როგორც აღმოჩნდა ელენე ჭანიშვილმა 57 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა და მოდელი გახდა, თუმცა მანამდე იყო ერთ-ერთი პირველი კარატისტი ქალი საქართველოში:

„ჩემში მამის გენი არის, ბოლო უჯრედამდე ვგრძნობ მუსიკას. ცეკვა მიყვარს ძალიან, თუმცა სპორტი იყო ჩემი… მოდელობის პროფესიაში სტიგმა მინდოდა გამექრო, რომ თითქოს ჭაღარა თმით სიარული სირცხვილია, არადა ჭაღარა ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ თმის ფერია“ – თქვა ელენე ჭანიშვილმა.

🔹 ლეგენდარული რეზო ჭანიშვილი, 59 წლის მოდელ ქალიშვილთან, – ელენესთან ერთად…

🔹 ლეგენდარული რეზო ჭანიშვილი, 59 წლის მოდელ ქალიშვილთან, – ელენესთან ერთად… 🔹 რა ურჩია რეზო ჭანიშვილმა შვილს, როდესაც მისი მოდელობის შესახებ გაიგო?! 🔹 “მგონია, რომ ნორმალურად არის ჩაცმული და ჩემი რჩევა არ სჭირდება” – რეზო ჭანიშვილი 🔹 “14 წელია თმა არ შემიღებია, მინდოდა, სტიგმა დამემსხვრია, ჭაღარა მოუწესრიგებლობას არ ნიშნავს”… #ელენეჭანიშვილი #რეზოჭანიშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 31 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g