LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთ ეს” – რატომ დაუპირისპირდნენ მერიასთან აქციის მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს

190
BeFunky-collage (2)

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. ზოგიერთი მათგანმა მას მოსთხოვა აქცია დაეტოვებინა.

„თქვენი დრო წავიდა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაკანონებული იყო ხალხის სახლიდან გამოსახლება“, – ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა ხაბეიშვილს.

შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეიკრიბნენ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც გუშინ დაპირისპირებისას დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

“სახლი ყველას, სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – აქცია თბილისის მერიასთან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები