„დარწმუნებული ვარ, ყველას გულში შეხვედი, ყველა გაათბე და გააბედნიერე. მე ვიცი, რომ ახლა გირეკავს მთელი საქართველო. ეს არის ნიჭიერება“, აღნიშნა „ნიჭიერის“ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, თაკო ფხაკაძემ მას შემდეგ, რაც ოპერის შემსრულებლის, თინათინ ბასოშვილის არაჩვეულებრივი გამოსვლა მოისმინა.
ჟიურის წევრმა, სტეფანემ ასევე გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ თინათინს პროფესიონალებმა უნდა მოკიდონ ხელი და ის ლა სკალამდე მიიყვანონ.
ჟიურის წევრების აღფრთოვანებულ შეფასებებს დაეთანხმა მაყურებელიც და მომღერალი გუშინდელი ლაივის მაყურებლის რჩეული გახდა.