მალდივებზე წყალზე გაშენებული მდიდრული ვილების კომპლექსი გაიხსნა. თითოეული ვილა ორ საძინებელს, კერძო აუზს და წყლის სასრიალოებს მოიცავს. ვილას მოძრავი სახურავი აქვს, რათა სტუმარმა ვარსკლავიანი ღამით ტკბობა შეძლოს.
აღსანიშნავია, რომ ზღაპრულ სამყაროში ერთი ღამის გათენების საფასური 4 ათასი ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება, თუმცა მდიდარი ვიზიტორებისთის ეს ფაქტი დაბრკოლებას ნამდვილად ვერ შექმნის.