LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტომობილი გააუმჯობესეს და ის კიდევ უფრო გრძელი გახდა

116
limuzini

ცნობილი ლიმუზინი American Dream, რომელიც გინესის წიგნშიც კია შეტანილი, როგორც იქნა აღადგინეს. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ როგორც იქნა ავტომობილს პირვანდელი სახე დაუბრუნეს. ყველა სამუშაოს დაახლოებით 250 ათასი დოლარი დასჭირდა და „ამერიკული ოცნება“ კიდევ უფრო გრძელი გახდა. მანქანის სიგრძე ამჟამად 30,5 მეტრია.

American Dream 1986 წელს ააგეს და მის ბორტზე არის ჯაკუზი, აუზი, მინი-გოლფის მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

უნიკალური ლიმუზინი ბევრი წლის განმავლობაში ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ ფარეხში იდგა. 2019 წელს ისე ერთ-ერთმა ამერიკელმა ავტომოყვარულმა შეიძინა და ცნობილ კოლექციონერს მიყიდა.

ახალი სიცოცხლე ყველაზე გრძელ მანქანას სწორედ ამ უკანასკნელმა აჩუქა და საკმაოდ ბევრი ფულიც დაახარჯა. „ამერიკულ ოცნებას“ 75 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, თუმცა ის ზედმეტად გრძელია, ამიტომ სავარაუდოდ საავტომობილო მუზეუმის ექსპონატი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები