„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი გუშინდელი ეთერის საშუალებით ნიკა გვარამიას მიმართა, მხარდაჭერა გამოუხატა და ცრემლები ვერ შეიკავა:
„ნიკა რატომ არის მაგარი ადამიანი და მაგარი მეგობარო? ჩემს პირად გამოცდილებაში ვიგრძენი ეს. როცა თავს დამესხა „ქართული ოცნების“ ზონდერი და ზონდერები, პირველად ჩემ გვერდით გაჩნდა ნიკა გვარამია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ნიკამ მკითხა, ძალიან შეწუხებული ხარო და მას ვუთხარი, დედაჩემი სავარაუდოდ, ძალიან ცუდად იქნება და მინდა, რომ არ გააგებინოთ-მეთქი. რას ჰქვია, არ გავაგებინოთ, მითხარი ნომერი დავუკავშირდებითო. ამ მდგომარეობაში დედაჩემის გვერდით მყოფი პირველი იყო ნიკა. ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები არ არის. ეს იყო უმაგრესი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში…
ჯეიჰუნ მუჰამედალის მიმართვა ნიკა გვარამიას
„თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ,“ — ჯეიჰუნ მუჰამედალის მიმართვა ნიკა გვარამიას
Posted by Nino Zhizhilashvili / ნინო ჟიჟილაშვილი on ორშაბათი, 16 მაისი, 2022
ერთი იყო ის, რომ ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჩასვეს ციხეში, თან, ჩვენ გვერდით, როცა რამის გაკეთება გვინდოდა და საშუალება არ გვქონდა. დღეს მინდა, რომ ნიკას გვერდით ვიყო. მართალია, ვერაფერს ვშველით, მაგრამ ჩემი ნუგეშით მინდა ქალბატონ სოფოს ვუთხრა, თქვენ მარტო არ ხართ, თქვენი ოჯახი მარტო არ არის, მილიონობით ჯეიჰუნი თქვენ გვერდითაა, არც ნიკა არ არის მარტო და ჩვენ ყველა ძლიერი ოჯახი ვართ. ამ ოჯახის გვერდით არსებობს დიდი ოჯახი, რომელსაც ჰქვია საქართველო და ნიკა ძალიან მალე იქნება თავისუფალი. დღეს ნიკა არ არის დაპატიმრებული, დაპატიმრებული თავად ივანიშვილია, რომელიც რუსეთის მონად არის გადაქცეული და ნიკა უბრალოდ, ოთხ კედელს შუა არის და მალე ქართველი ხალხი მას გაათავისუფლებს…“
მარგველაშვილი: მე რომ ვიყავი პრეზიდენტი, მაშინ ასეთ რაღაცას ვერ ბედავდნენ