ეკა ჩხეიძის საავტორო გადაცემის – „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია იყო.
ინგა გრიგოლიამ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე, გამოწვევებზე კარიერულ გზაზე და ოჯახზე. ამავე გადაცემაში მან საკუთარ შვილიშვილზე, პატარა ნინიაზე გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა:
„შვილიშვილი არის საოცარი ვიღაც. ჩემი შვილი მე არ გამიზრდია – დედაჩემმა გაზადა, რადგან როდესაც მარიამი მეყოლა, ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, მთელი ემოცია, მზრუნველობა და წარმოუდგენელი სიყვარული, ნინიაზე მაქვს გადატანილი და ნინიაზე ამიფეთქდა.
ისე გამაბედნიერა. წარმოიდგინეთ, არჩევანი რომ მაქვს – ვიღაც ტროლს, ბოტს, ან რეალურ ადამიანებს დავუთმო დრო, თუ ჩემს შვილიშვილთან ერთად ვითამაშო, ვიმღერო, ვიცეკვო. არჩევანს რატომ გავაკეთებ? ისედაც, კვირაში სულ რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი და იმასაც ახირებულ ადამიანებს რატომ დავუთმობ?
სამწუხაროდ, მისთვის ყოველდღიურად ვერ ვიცლი, იმიტომ, რომ დაღლილი არც დედა უნდა იყოს და არც ბებია“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
ფოტო: ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბაღში წავიდა: „წარმატებები მზე გოგოს…“
