3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, მსახიობ მერაბ ნინიძის ქალიშვილი – მარიამ ნინიძე სამ შვილთან და დედასთან ერთად შოვში იმყოფებოდა.
ამის შესახებ მარიამ ნინიძე სოციალურ ქსელში თავად წერს და შესაბამის სამაშველო სამსახურებს მადლობას უხდის:
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ სრულიად სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს, სანამ ვერტფმფრენმა არ მოგვაკითხა.
გთხოვთ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან. ვისაც თქვენი თვალით არ გინახავთ, იქ რა ხდება, შორიდან მარტივია ლაპარაკი“, – წერს მარიამ ნინიძე სოციალურ ქსელში.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი…
Posted by Mariam Ninidze on პარასკევი, 04 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში.