LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთელი საქართველოს გულში ხართ! მრავალჟამიერ გემღერებოდეთ“ – „ლალო“ არტისტული დების, ევა და ანა-მარია ბუთიაშვილების შესრულებით

188
დები ბუთიაშვილები

პატარა მომღერალი დები – ევა და ანა-მარია ბუთიაშვილები, რომლებიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულები არიან, „რუსთავი 2“-ის იუმორისტული გუნდის გადაცემას ეწვივნენ.

დებმა, რომლებიც საკუთარი არტისტიზმით აუდიტორიას ყოველთვის ხიბლავენ, გადაცემაში რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ვიდეო: „ორი ბრილიანტი! საქართველოს მარგალიტები ხართ!“ – ევა და ანა-მარია ბუთიაშვილების მიერ საოცრად შესრულებული სიმღერა „ხათაბალაია“ და აღფრთოვანებული მსმენელი

დებმა ასევე იმღერეს „ლალო“ – სწორედ ეს არის ერთ-ერთი სიმღერა, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ევა და ანა-მარია ბუთიაშვილები გაიცნეს.

„რა კარგები ხართ, თბილგულა კახელებო“, „საყვარელი დები, ალალი და ბავშვური თვალებით, იხარეთ და გაგვახარეთ თქვენი სიმღერით“, „ბუნებრივები, ალალები“, „მრავალჟამიერ გემღერებოდეთ“, „მთელი საქართველოს გულში ხართ, ბავშვებო“, „აი ბედნიერება რა არის“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ევა და ანა-მარია – ლალო

Posted by პაატა გულიაშვილის და რუსთავი2-ის იუმორისტული გუნდი on ხუთშაბათი, 08 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g